Wednesday, December 23, 2009

საქართველოს მტაცებელი ცხოველები

  1. პროექტის სახელი: საქართველოს მტაცებელი ცხოველები

  2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოში გავრცელებული მტაცებელი ცხოველების სარგებლიანობას და მათი რაოდენობის ცვლილებას.

  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოში გავრცელებული მტაცებელი ცხოველების: ფოცხვერი, მურა დათვი, ტურა, მგელი, მელას შესახებ. ინტერნეტში მოიძიებენ თითოეული ცხოველი საქართველოს რომელ კუთხეშია გავრცელებული, რა სარგებლობა მოაქვს თითოეულ მათგანს ბუნებისთვის. შეიტყობენ მათი რაოდენობის ცვლილების ტენდენციებს და ამ ცვლილებებს გამოსახავენ დიაგრამებისა და ცხრილების საშუალებით. მოაწყობენ ექსკურსიას თბილისის ზოოპარკში, თვითონ გადაიღებენ არჩეული ცხოველების სურათებს.

  4. ასაკი: 15-16 წელი.

  5. ვადები, ხანგრძლივობები: 4 კვირა.

  6. აქტივობები კლასში: ბავშვები დაიყოფიან 5 ჯგუფად, თითოეული ჯგუფი აირჩევს მისთვის საინტერისო ცხოველს, რომლის შესახებაც მოიძიებენ ინფორმაციას და გაუზიარებენ ერთმანეთს.

  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიძლება შეიქმნას ვებ გვერდი სადაც განთავსდება მოპოვებული ინფორმაცია.

  8. სამუშაო ენა: ქართული.

  9. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ბიოლოგიაში (ცხოველებზე ინფორმაციის მიღება), მათემატიკაში (ცხრილების დიაგრამების შედგენა), ინფორმატიკაში (ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება).

    X.5. მოსწავლე წყვეტს პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემებს.

    X.13. მოსწავლე მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს.

    X.14. მოსწავლე აწესრიგებს და წარმოადგენს თვისებრივ და რაოდენობრივ

    მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.

    X.16. მოსწავლე იყენებს სტატისტიკურ და ალბათურ ცნებებს, თვალსაზრისებს ყოველდღიურ ვითარებაში.

  10. პროექტის ფასილიტატორი: მ. ჩანგაშვილი.

  11. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: m.changashvili82@gmail.com

  12. პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი: http://mtaceblebi.blogspot.com/